-share.jpg)
„კურიერის“ მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, დიდი ალბათობით, გიული ალასანია ფიგურირებს და „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნოდარ მელაძეს მოიხსენიებს, ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და ტვ „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნოდარ მელაძეს მიმართავს:
„ამ „ნაცებმა“ რამდენჯერ უნდა გაგინონ, რამდენჯერ უნდა გაგლანძღონ, რამდენჯერ უნდა გამხილონ და რაღა უნდა გიქნან, მაინც ყველაზე მეტი სიბინძურე შენ რომ არ აკეთო მაგათთვის და საფლავში რომ არ ჩაჰყვე?! თუ ვერც „ნაცი“ გიტანს და ვერც ქოცი, რას აკლავ თავს, რა გინდა, თავად იცი?“, - წერს აბაშიძე ფეისბუკზე.
ცნობისთვის, 11 იანვარს „რუსთავი 2“-მა უკანონო ფარული აუდიომასალა გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ფიგურირებს და რომელიც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდეა ჩაწერილი.
0
0