04/10/2023
13:23
სხვადასხვა
სალომე ზურაბიშვილი ხომ დადის ევროპის ქვეყნებში, ხომ წავიდა ყველაფერზე, კონსტიტუციაც დაარღვია. თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, გადადგება თანამდებობიდან?, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ პასუხისმგებელი არ არის პრეზიდენტი, მაშინ ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტებით არც უნდა იაროს.
„შარშან ივლისამდე პრეზიდენტმა რამდენჯერმა ითხოვა თანხმობა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტების განხორციელებაზე ევროინტეგრაციის დაჩქარების მიზნით, ანუ კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით. ჩავიდა, რელურად, ჩაიჭრა, ვიზიტი განხორციელდა. პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ მისი როლი იყო მნიშვნელოვანი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ჩავიდა, ესაუბრა – ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ვინმე საუბრობდა იმაზე, პრეზიდენტი უნდა გადადგეს, ან პასუხი უნდა მოეთხოვოსო? რატომ არ საუბრობდნენ? ეს არ არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა, ეს მხოლოდ პარლამენტის და მთავრობის პასუხისმგებლობაა. მაგალითად, ახლა ხომ ვსაუბრობთ, რომ შეიძლება, მან კეთილშობილური მიზნით დაარღვიოს კონსტიტუცია, ოღონდ კანდიდატის სტატუსი მიგვაღებინოს. ხომ დადის ევროპის ქვეყნებში, ხომ წავიდა ყველაფერზე, კონსტიტუციაც დაარღვია. თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, გადადგება თანამდებობიდან? ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი, გადადგება? რა თქმა უნდა, არ გადადგება, რადგან პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის, არც უნდა იაროს. ვინც არის პასუხისმგებელი, ან იმან უნდა იაროს, ან სულ მცირე, მისი თანხმობით უნდა იაროს სხვამ. ამას ამბობს კონსტიტუცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0