
თუ უკრაინის რომელიმე ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდება, ფაქტობრივად, დაუზარალებელი ქვეყანა არ დარჩება. მითუმეტეს, რუსეთი, რომელიც მომიჯნავედ არის უკრაინის საზღვრებთან - ამბობს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია არაბიძე spacesnws- თან.
,,ატომურ სადგურებს აქვთ სპეციფიკა, უსაფრთხო მუშაობის თეორია და იედეოლოგია, ბუნებრივია, უსაფრთხო მუშაობის სტანდარტები სხვადასხვაა, დავუშვათ, ნებისმიერი ჩვენთაგანი, რომ აღმოჩნდეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაშიც უკვე დარღვეულია სადგურის უსაფრთხო მუშაობის პრინციპი. რადგან, უცხო პირი აღმოჩნდა ადგილზე, რეალურად, არის ასეთი სიტუაცია, თუ ჩვენი მეხსიერებიდან ამოვიღებთ 86 წლის 26 აპრილის ჩერნობილის ავარიას და ჩავთვლით, რომ ეს ავარიები არ არსებობდა. სტატისტიკურად, ატომურ ელექტეროსადგურებში მომუშავე პერსონალის სიმსივნით დაავადება 50-60 ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე სიგარეტის მოწევის შედეგად, სიმსივნით დაავადებულ ხალხთა რაოდენობა.ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ იქ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია, ეს სადგურები აბსოლუტურად უსაფრთხო არიან ექსპლუატაციაში, მაგრამ არის ერთი საკითხი, საკმარისია, რომ ერთი ავარია მოხდეს, ამ შემთხვევაში, უკევე ის, რაც შეიძლება სხვა 10,20,50 სადგურზე მოხდეს, ერთ სადგურზეც კი უკვე იმაზე უარეს შედეგს იძლევა. უსაფრთხოება არის უმთავრესი, ამაზე შევთანხმედეთ. ‘’ - აღნიშნა ექსპერტმა.
რა ხდება ამჟამად უკრაინის ატომურ ელექტროსდგურებში
უკრაინას აქვს სულ 5 ატომური ელექტროსადგური, აქედან, ჩერნობილში უკვე მოხდა აფეთქება და 4 ელექტროსადგური მუშაობს, ამ 4 სადგურში არის 15 ენერგობლოკი, ბუნებრივია ჩერნობილი არის დახურული, მეოთხე ბლოკი, სადაც ამჟამად ავარია მოხდა, მთლიანად სარკოფაგშია ჩასმული, რუსების მიერ გაკეთებული პირველი სარკოფაგი, რომელიც 86 წელს გაკეთდა, გაუვიდა ვადა და 2011 წლიდან დაიწყეს ახალი სარკოფაგის მშენებლობა, რომლის ვადა უნდა გავიდეს 65 წელში.
დღეისათვის, დგას ამ ყველაფრის მართვის პრობლემა, იმიტომ რომ იქ ,პერსონალი არის სტერესისა და შიშის ქვეშ, სადგურს აკონტროლებს რუსეთის სადესანტო ჯარის ნაწილები, რაც არის პრობლემა. დესანტი არაფერს არ აკეთებს, უბრალოდ, თვალს ადევნებს, რომ არაფერი მოხდეს სადგურზე, მაგრამ ელექტეროენერგიის შეწყვეტის გამო, დიდი პრობლემები შეიქმნა. მათ არამარტო მართვა სჭირდებათ ელექტრული ენერგიის, არამედ სჭირდება ტუმბოებს, ძრავებს მუშაობა, რომ მოხდეს გაცივების სისტემების ნორმალურად მუშაობა, პროცესი არ მიმდინარეობს, მაგრამ მართვადი პროცესია, რადგან გამოყოფილი სითბოს რაოდენობა ცივდება და რეგულირდება.
ამ საომარი მოქმედებების გამო, ელექტროენერგიის შეწყვეტამ, უკვე შექმნა სახიფათო, არასაშტატო სიტუაცია. ყველა ატომურ ელექტროსადგურს აქვს დიზელ - გენერატორები, რომ ელექტროენეერგიის შეწყვეტის შემთხვევაში გადავიდეს ავტომატურ კვებაზე და გამაგრილებელმა სისტემებმა ამ დიზელ-გენერატორების საშუალებით იმუშაოს.
ჩერნობილში არის გენერატორები, რომელიც დაანგარიშებულია 48 საათის მუშაობის რეჟიმში, 48 საათში, უნდა მოხდეს სადგურში საშტატო მუშაობის აღდგენა, თუ რაღაც სერიოზული პრობლემებია, სადგური უნდა გაჩერდეს და გადავიდეს კონსერვაციის პირობებში, ან ავარია უნდა იქნეს აღმოფხვრილი.
რაში ვხედავთ გამოსავალს, რა შეიძლება გაკეთდეს საფრთხისგან თავის ასარიდებლად
,,იქნებ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა პირობითად ,,სამშვიდობო ძალები’’ შეყვანილი იქნენ უკრაინის ატომური ელექტროსაედგურის ტერიტორიაზე და მათ დაევალოთ დაცვის საკითხი. უკრაინამ და რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები ამ ტერიტორიიდან და ერთი შეთანხმება უნდა გაკეთდეს, რომ აღნიშნული ადგილი გამოცხადდეს ,,საფრთხის შემცველ’’ ტერიტორიად და საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს. როდესაც ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე გაჩნდა ხანძარი, ძალიან კარგი, რომ არ გაჩნდა იმ ადგილზე, სადაც საშიში ზონა იყო. რომ წარმოვიდგინოთ, დავუშვათ ეს ხანძარი გაჩნდა ენერგობლოკის მართვის ფარზე და თანამშრომლების ევაკუაციის საჭიროება დამდგარიყო, მწყობრიდეან გამოსულიყო სადგურის მართვა, ეს იქნებოდა იგიევე ჩერნობილის ტრაგედიის განმეორება.
როდესაც სამხრეთ ზაპოროჟიეს სადგურისკენ მიემართება რუსის ჯარი, რას ჩაიდენენ არავინ არ იცის, ძალიან დიდი საფრთხე არსებობს, ამიტომ ვამბობ, რომ ელექტროსაედგურები უნდა გამოცხადდეს, როგორც არასაომარი ზონა.’’ - აცხადებს ექსპერტი.
რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო და ასევე რუსეთი, აფეთქებს შემთხვევაში
,,ზაპოროჟეიეს ელექტროსადგურის ერთ ბლოკში, 62 ტონა ურანი ჩადის, სულ 4 ბლოკია. დაახლოებით რომ დავთვალოთ, 900 ტონამდე ურანი გამოდის, თეორიულად შეუძლებელია ამ 900 ტონა ურანის ერთდეროულად აფეთქება, მაგრამ თუნდაც ერთ სადგურზე აფეთქდეს, ეს საკმაირი იქნება უდიდესი პრობლემების შესაქმნელად, ამიტომ, საფრთხე არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდეელობაში უფრო დაცულია ელექტროსადგურები, ვიდრე იყო ჩერნობილის სადგური. დარჩენილი სადგურების რეაქტორები უფრო უკეთესად არიან აღჭურვილი, დაცვის უკეთესი სისტემები გააჩნიათ და მართვის უფერო ადვილი სისტემები, ამიტომ იქ ავარიის მოხდენის საშიშროება, ჩერნობილთან შედარებით, ძალიან ძნელად განსახორციელებელია, მაგრამ არა შეუძლებელი. ამ სადგურებს დაცვის სისტემების სარკოფაგისმაგვარი დაცვა გაუკეთედეს, აშშ-ი ნებისმიერ სადგურს აქვს ე.წ კონტინენტი, რომელიც განკუთვნილია იმისათვის, რომ გაჟნვის შემთხვევაში ეს ყველაფერი დარჩეს ამ კონტინენტში და გარეთ არ გამოვიდეს.
თუ დავუშვათ და რეაქტორში მოხდა აფეთქება, ჩათვალეთ, რომ ჩერნობილზე უარესი მოხდება, მაშინ საომარი მოქმედებები არ იყო და ყველა კონკრეტულ საკითხზე იყო ორიენტირებული.
მაგალითად, ავიღოთ ჩეერნობილი, რა მოხდა მაშინ? უკრაინაზე მეტად დაზარალდა რუსეთი და ბელორუსი, იმიტომ რომ, აფეთქების შემდგომ ,ქარის მიმართულება სკანდინავიის ქვეყნებისკენ იყო მიმართული, აფეთქების შემდეგ 3 დღე გადაუღებლად წვიმდა, ამიტომ რადიაქტიული ღრუბლის გამო საქართვერლოში დაბინძურდა დასავლეთ საქართველო, აფხაზეთი, გურია და სამეგრელო, რადიაციული დაბინძურების საფრთხე, დამოკიდეებულია ქარის მიმართულებაზე, როგორც საქართველოში, ასეევე რუსეთში.
თუ უკრაინის რომელიმე ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდება, ფაქტიურად დაუზარალებელი ქვეყანა არ დარჩება, მითუმეტეს, რუსეთი, რომელიც მომიჯნავედ არის უკრაინის საზღვრებთან. ‘’ - აღნიშნა ექსპერტმა.
1986 წლის ავარიის შემდეგ დაკონსერვებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს. სადგურზე დარჩა უკრაინული პერსონალიც, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, ამის შესახებ 9 მარტს განაცხადა უკრაინის ელექტრომომარაგების ოპერატორმა, „უკრენერჰომ“ უწყების თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზები სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა და კიევის ჩრდილოეთით მიმდინარე ბრძოლების გამო შეუძლებელია მათი შეკეთება
ასევე, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. მათივე ცნობით, ოპერატიული პერსონალი აკონტროლებს ელექტროსადგურების მდგომარეობას და უზრუნველყოფს მათ მუშაობას ტექნოლოგიური რეგულაციების უსაფრთხოების შესაბამისად.
0
0