-share.jpg)
როგორც ცნობილია, ევროკავშირმა უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
ბერლინზე კი, უკრაინისთვის გერმანული წარმოების „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით, ზეწოლა იზრდება.
პოლონეთმა და ფინეთმა განაცხადეს, რომ მზად არიან გადასცენ საბრძოლო მანქანები უკრაინას, მაგრამ საექსპორტო ლიცენზიას გერმანია ფლობს, რომელიც უკრაინაში სამხედრო ტექნიკის გაგზავნისთვის არის საჭირო.
„თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, მაშინ ყველას დიდი პრობლემა შეექმნება, რადგან არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთი შეჩერდება ან როდისმე მოიფიქრებს ომის შეწყვეტას. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას რუსეთის შეჩერებაში და ეს მხოლოდ მისთვის იარაღის მიწოდებით იქნება შესაძლებელი.
ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ გერმანია „თანამშრომლობდეს“ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, როდესაც საქმე უკრაინაში ტანკების გაგზავნას ეხება,“ - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა.
0
0