04/04/2023
14:38
მსოფლიო
„თუ დონალდ ტრამპს დააპატიმრებენ, მას თავისი საიდუმლო სამსახურის აგენტებიც გაყვებიან,“ - განაცხადა ყოფილმა ამერიკელმა მოსამართლემ ჯოზეფ კოსგროუვმა.
ყოფილი მოსამართლის განცხადებით, დღეს მოგვიანებით, როდესაც ექს-პრეზიდენტი სასამართლოში გამოცხადდება, „მასთან ერთად იქნებიან თავისი შეიარაღებული მცველებიც - კერძოდ, შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის აგენტები".
„ტრამპი, სადაც არ უნდა წავიდეს, ის უზრუნველყოფილი იქნება საიდუმლო სამსახურის დაცვით, რაც ნამდვილად უცნაურ სურათს ქმნის. მოდით, ტრამპისთვის ყველაზე უარესი შემთხვევა ვივარაუდოთ: თუ მას პატიმრობა მიესჯება, მასთან ერთად იქნებიან თავისი საიდუმლო სამსახურის აგენტებიც. ფედერალური კანონის მიხედვით, მათ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ტრამპის დაცვა ევალებათ,“ - აღნიშნა ჯოზეფ კოსგროუვმა.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა მოსამართლე მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების „მიკერძოებულობაში“ დაადანაშაულა. თავის მხრივ, ჯოზეფ კოსგროუვმა აღნიშნულ კომენტარს არაადეკვატური უწოდა. „მოსამართლეები არ პასუხობენ ამგვარ ბრალდებას. უპირველეს ყოვლისა, ამ შემთხვევაში, ეს სრული სიცრუეა, რომელსაც მხოლოდ დონალდ ტრამპის გონება მოიფიქრებდა,’’ - თქვა კოსგროუვმა.
0
0