-share.jpg)
„თუ სუსტები ვართ და რადარებზე არ ვჩანვართ, რას მოგვდევენ ქვებით, დაგვანებონ ამ „სუსტებს“ თავი“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრას“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას „ნაცმოძრაობის“ ეშინია.
„საგარეჯოში პენსიონერებს ვესაუბრებოდი, ისინი [ოცნება] ქვებს ისროდნენ. მანამდე, კასპში ვესაუბრებოდი პენსიონერებს, კიდევ ქვებს ისროდნენ. უფრო ადრე, გარდაბანში მოსახლეობას ვხვდებოდი, ჩემი ავტომობილის საბურავების დაჭრით იყვნენ დაკავებულები.
თუ სუსტები ვართ და რადარებზე არ ვჩანვართ, რას მოგვდევენ ქვებით, დაგვანებონ ამ „სუსტებს“ თავი და გვაცადონ მოსახლეობასთან შეხვედრა. ეს ადასტურებს იმას, რომ მათ ეშინიათ.
ჩვენ ხალხზე მაღალი წარმოდგენის ვარ და არ მგონია, რომ ქვის სროლა იყოს ნორმალური დამოკიდებულება ქართველებს შორის“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ამასთან, „ენმ“-ის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ვინც არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციაში, კანდიდატის სტატუსს ახლა კი არა, წინა წელსვე მიიღებდა.
0
0