08/07/2023
15:29
საზოგადოება
დაპირისპირება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეები მსვლელობით მივიდნენ, სამართალდამცველებსა და მსვლელობის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და ლისის ტბის ტერიტორიაზე შესვლა სცადეს, სადაც ფესტივალი უნდა გაიმართოს.
ადგილზე იმყოფება კონსერვატიული გაერთიანების "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ უკან დახევას და და პოზიცია, რომ საქართველოში ლგბტ პრაიდ ფესტივალი არ ჩატარდება, არ გადაიხედება.
"ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, პროვოკაცია, რომელიც არის დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის გარეთ და ამაზე მუშაობს მთელი აგენტურული ქსელი დაწყებული პრეზიდენტით, რომელმაც დღეს ლგბტ პრაიდის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ხელისუფლებას, ეს ხალხი, ათი ათასობით ადამიანი არის მტკიცე, ერთიანი, არის მშვიდობიანი. არ აპირებს უკან დახევას და პოზიცია, რომ საქართველოში ლგბტ პრაიდ ფესტივალი არ ჩატარდება, არ გადაიხედება. ჩვენ ვემორჩილებით და პატივს ვცემთ სამართალდამცავ უწყებებს, არ შევდივართ არანაირ კონფლიქტში. აქ არის ათი ათასობით ადამიანი, რომელსაც წინ ვერ აღუდგება ვერავინ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გასცეს განკარგულება და უთხრას ამ პროვოკაციის ავტორებს, რომ თუ სურთ რომ აქ უფრო მძიმე პროცესები არ ვიხილოთ, გააუქმონ ეს სოდომ-გომორი ლისის ტბაზე. ვერავინ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. პასუხისმგებლობა თუ ვინმეს აქვს ასაღები, ეს არის ამერიკის ელჩი, საქართველოს პრეზიდენტი და უცხო ქვეყნების აგენტურა ჟორიკა რურუას მეთაურობით, რომელმაც დაგეგმა სახელმწიფოს წინააღმდეგ ეს პროვოკაცია," - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.
"ლისი ვანდერლენდის" მიმართულებით "პრაიდის ფესტივალის" მოწინააღმდეგეები მსვლელობით მეტროსადგურ "ვაჟა-ფშაველადან" დაიძრნენ.
0
0