16/05/2022
17:46
პოლიტიკა
„აქტიურად მუსირებს ინფორმაცია გვარამიას შეწყალებაზე პრეზიდენტის მიერ. ამ ინფორმაციამ მეტი წონა შეიძინა აშშ-ის საელჩოს დღევანდელი განცხადების ფონზე, რაც ქვეყნის მართლმსაჯულებაში პირდაპირი ჩარევაა“, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„აქტიურად მუსირებს ინფორმაცია გვარამიას შეწყალებაზე პრეზიდენტის მიერ. ამ ინფორმაციამ მეტი წონა შეიძინა აშშ-ის საელჩოს დღევანდელი განცხადების ფონზე, რაც ქვეყნის მართლმსაჯულებაში პირდაპირი ჩარევაა. რას ვიზამთ, მიეჩვივნენ და გადაჩვევა უკვე რთულია.
თუ სალომემ შეიწყალა გვარამია, წარმოვიდგინოთ მოცემულობა: ნიკა გვარამია დარჩება შეწყალებულ კრიმინალად, მას აღარ ექნება ადვოკატობის უფლება, ვეღარ დაიცავს სააკაშვილს, მისი გავლენა რენომე გაბითურდება პოლიტიკურად და მორალურად, მათ შორის დასავლეთის თვალშიც.
ეხლა თავად შეაფასეთ გვარამიას ციხეში ყოფნის და მისი შეწყალების ყველა პლუს მინუსი "Pros and Cons" - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
0
0