
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გარდაცვალების შემთხვევაში, საერთაშორისო სანქციები შესაძლოა სახელმწიფოს პირველ პირებს დაარტყას. ამის შესახებ SOVA-სთან ინტერვიუში ამერიკელმა ფინანსისტმა, მაგნიტსკის აქტის ავტორმა, უილიამ (ბილ) ბრაუდერმა განაცხადა.
„არ მინდა რაიმე პროგნოზის გაკეთება, ვიდრე არ მივიღებ [სააკაშვილის მოწამვლის] მტკიცებულებას. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მივიღებთ. სანქციების პირველი ტალღა გავლენას მოახდენს საშუალო, ან ქვედა ეშელონზე. თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, მაშინ სანქციები შეეხება მაღალჩინოსნებს. ვფიქრობ, დასავლეთი ძალიან მკაცრ ზომებს მიიღებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, თუ ის პატიმრობაში მოკვდება“ - განაცხადა ბრაუდერმა.
მანვე დასძინა - როდესაც ვინმე მოხვდება მაგნიტსკის სიაში, ეს დამღუპველი ეფექტია. „ეს ანგრევს მათ ცხოვრებას. ყველა, ვინც ჩვენ დავამატეთ სიაში, აღარ შეუძლია ბიზნესის კეთება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. სხვა ქვეყნებში გამგზავრება შეუძლებელი იქნება, ან თითქმის შეუძლებელია. ასევე საბანკო ანგარიშების გახსნა. აქტივები აღარ არის თავის ადგილზე. ისინი განიცდიან ერთგვარ ფისკალურ სიკვდილს. ყველაფერი, რაც მათ ოდესმე ჰქონიათ, მათი აღარ არის“ - აცხადებს მაგნიტსკის აქტის ავტორი.
ბრაუდერის თქმით, ასეთი სანქციები ძალიან ძლიერი ბერკეტია და ბევრს ეს არ ესმის, „სანამ ერთ დღეს არ გაიღვიძებ და თავის სახელს სანქციების სიაში იპოვის“.
0
0