
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა იყო ყირიმის ხიდზე მომხდარ ტერაქტზე პასუხი. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.,
პუტინმა ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
„ჩვენ განვახორციელეთ მასირებული დარტყმა დიდი სიზუსტის იარაღით ენერგეტიკის, სამხედრო მართვის და კავშირგაბმულობის ობიექტებზე უკრაინაში. ამაში ჩართული იყო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტები განმეორდა, რუსეთის მხრიდან პასუხის მისთვის საფრთხის ადეკვატური იქნება“ - განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, უკრაინის მთელი ტერიტორია დღეს დილიდან მასირებულად იბომბება. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ძალებმა 71-დან 45 რაკეტა გაანადგურეს. ასევე შეტევაში დრონებიც მონაწილეობდნენ.
0
0