26/02/2023
14:05
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუ რუსეთის ფედერაცია დაინგრევა, მაშინ რუსი ხალხი, როგორც ერი, შესაძლოა არ შენარჩუნდეს.
ამის შესახებ პუტინმა ტელეკომპანია Россия-1-თან ინტერვიუში განაცხადა, ციტირებს TASS-ი.
“თუ დასავლეთი მოახერხებს რუსეთის ფედერაციის განადგურებას და მის ფრაგმენტებზე კონტროლის დამყარებას, შესაძლოა რუსი ხალხი, როგორც ერი, არ შენარჩუნდეს. მათ ნაცვლად იქნებიან - მოსკოველები, ურალელები და სხვები," აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.
პუტინმა ნატო-ს შესახებაც ისაუბრა.
“დღევანდელ პირობებში, როდესაც ნატო-ს ყველა წამყვანმა ქვეყანამ გამოაცხადა თავისი მთავარი მიზანი, რაც ჩვენთვის სტრატეგიული მარცხი მოყენებას გულისხმობს, რათა, როგორც ისინი ამბობენ, ჩვენი ხალხი დაზარალდეს, როგორ შეგვიძლია ამ პირობებში უგულებელვყოთ მათი ბირთვული შესაძლებლობები?” აღნიშნა მან.
კრემლის ლიდერის თქმით, დასავლეთს რუსეთის ლიკვიდაცია სურს.
„მათ ერთი მიზანი აქვთ: დაშალონ ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი ფუნდამენტური ნაწილი – რუსეთის ფედერაცია“, - აამბობს პუტინი.
მისივე თქმით, დასავლეთი უკრაინის მიერ ჩადენილი "დანაშაულების" ირიბი თანამონაწილე იყო.
0
0