26/10/2022
11:37
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ ის უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
"მინდა, უბრალოდ ვთქვა, რომ რუსეთი წარმოუდგენლად სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ ის უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს“, - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის განცხადებები „ცრუ დროშის“ ოპერაციის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, „ბინძური ბომბის“ გამოყენების შემთხვევაში, საკუთარი მოქმედების შენიღბვას.
ამავდროულად, სხვა დასავლელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი არ გეგმავს ბირთვული იარაღის გამოყენებას და უბრალოდ ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას უკრაინის დასავლელი მხარდამჭერების დასაშინებლად.
როგორც ცნობილია, 23 ოქტომბერს, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აშკარა სიცრუე უწოდეს რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას აპირებს. საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.
0
0