
თუ რეჟიმი იქნება რუსული მარტო კანდიდატის სტატუსი ვერ დაგვეხმარება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„კანდიდატის ტატუსი არის ცალი ფრთა. იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ფრენა სჭირდება მეორე ფრთა. მეორე ფრთა არის ქართველი ხალხის ნების რეალიზება ქართველი ხალხის მიერ და ხელისუფლებამ ეს პროცესი დატოვა ცალი ფრთის იმედად, ჩვენ კი გასაფრენად გვჭირდება ორი ფრთა. ვეთანხმები იდეას, რომ ევროპის ნებას ქართული ხელისუფლების ნება უნდა დაემთხვეს, რომ ეს ქვეყანა გაფრინდეს ევროპისკენ. ცალი ფრთით დიდხანს ვერ გავფრინდებით. სამადაშვილის ინტერპრეტატორი ხომ არ ვარ მე. ვეთანხმები ნაწილობრივ იმაში, რომ მარტო კანდიდატის სტატუსით და ევროპელების ნებით ვერ გადავრჩებით. ჩვენი ნებაც უნდა იყოს, რომ ევროპის ნაწილი გახდეს საქართველო“, - განმარტა პაატა მანჯგალაძემ.
„ლელოს“ წევრმა სალომე სალადამშვილმა Facebook-ზე დაწერა: „მთავარი ბოდვა, რაც ამ თემაზე არსებობს არის ილუზია, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს შეუქცევადს გახდის და რაიმე სახის დაცვაა რუსეთის გავლენის გაზრდისგან“.
0
0