04/12/2024
12:23
პოლიტიკა
თუ რაღაცის გაპროტესტება გინდათ, გააპროტესტეთ, არავინ გიშლით ხელს, არავინ გიწევთ ამაში წინააღმდეგობას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ მშვიდობიანად! ნუ გავანადგურებთ ჩვენს სამშობლოს! ნუ გავანადგურებთ დედაქალაქს! - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.
„ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, რაც ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად, დემოკრატიული პრინციპების ერთ-ერთი წამყვანი ქვაკუთხედია. თუ რაღაცის გაპროტესტება გინდათ, გააპროტესტეთ, არავინ გიშლით ხელს, არავინ გიწევთ ამაში წინააღმდეგობას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ მშვიდობიანად! ნუ გავანადგურებთ ჩვენს სამშობლოს! ნუ გავანადგურებთ იმ დედაქალაქს, ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას ამ ქვეყნის შვილებსა და ნუ დავაბულინგებთ მათ! ჩვენ ვხედავთ თუ როგორი შეურაცხყოფა, ბულინგი, ზეწოლა მიმდინარეობს ადამიანებზე, ვინც ცოტა სხვანაირად ფიქრობს და არ ეთანხმება, არ ემხრობა იმ ძალადობრივ ქმედებებს, აქციებს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში მიმდინარეობს. ვერ წარმოიდგენთ როგორი შეურაცხყოფისა და ბულინგის მსხვერპლები ხდებიან. ეს არის ჩვეულებრივად ლიბერალური ფაშიზმი. ეს არის ის, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის; ეს არის ის, რაც ანგრევს ჩვენს საზოგადოებას, რაც ხლეჩს საზოგადოებას, აპირისპირებს ადამიანებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ეს ბოროტება!“- განაცხადა კალაძემ.
0
0