
ფსიქოლოგი ზურა მხეიძე ქალისა და კაცის როლზე საუბრობს.
"ქალს აქვს სერიოზული უპირატესობა, იმიტომ რომ სოციალურ კონტექსტში ქალი არ კარგავს სქესის ნიშანს, გარდა ერთი შემთხვევისა, თუ თავისი ბავშვი გადააგდო, შეჭამა, ან გაყიდა ან რაღაცა გააკეთა. დანარჩენ შემთხვევაში ის ქალია, გასათხოვარიც, გაუთხოვარიც. კაცთან ასე არ არის. კაცი ხელფასი თუ არ აქვს კაცი არ არის, ლურსმანს თუ ვერ აჭედებს, კაცი არ არის, თუ შეეშინდა კაცი არ არის და ამ საწყალ კაცს სოციალურ კონტექსტში სულ მტკიცება ჭირდება, რომ კაცია.
რა საინტერესოა, ნახეთ თუ ქმარს ჰყავს საყვარელი, მისი ცოლი მაინც ქალია და თუ ცოლს ჰყავს საყვარელი, ქმარი კაცი არ არის. ანუ კაცი იღებს ორმაგ დარტყმას.
საფუძველი და ლექსიკა განსხვავებულია, შესაბამისად შედეგი არ დადგება. რას ვგულისხმობ: ვიღაცა მიყვარს და რომ შემოდის ვეუბნები "სად დაეთრეოდი?!" სიყვარულის ენაა ეს? -არა. თუ მოიყვან შესაბამისობაში რა საფუძველიც გაქვს ურთიერთობის და გაასწორებ ლექსიკას, ყველაფერი ჯდება მშვენივრად. ან საფუძველი გაასწორე.
მაგრამ ერთად ყოფნა უნდათ, მაგრამ რომ აანალიზებ როგორ არიან, ერთად ყოფნა კი არა, ის რომ მოგიყვე გაიქცევი აქედან, ანუ სურვილი არ შეესაბამება ქცევას. კომუნიკაციის ფორმა გაქვს სხვა და შედეგი გინდა რომ მიიღო სხვა. როგორ მიიღებ ამ კომუნიკაციის იმ შედეგს, როცა პირიქით საპირისპიროს აკეთებ. უნდა მიხვდე რა შედეგი გინდა და იმაზე ააწყოს შენი კომუნიკაცია", - განაცხადა მხეიძემ.
0
0