
აშშ-ის სამხრეთ კაროლინას შტატის წარმომადგენელმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრეჰემმა, დონალდ ტრამპს მოუწოდა, რომ რუსეთს ეკონომიკური არეულობით დაემუქროს, თუ ის უკრაინაში ომს არ დაასრულებს.
„პრეზიდენტ ტრამპს და [სახელმწიფო მდივან მარკო] რუბიოს, მე, პირადად, ასე ვურჩევ: უნდა დაარწმუნოთ პუტინი, რომ თუ ეს ომი სამართლიანად და ღირსეულად არ დასრულდება, რაც გულისხმობს უკრაინის მიმართ დათმობებზე წასვლას, მაშინ რუსეთის ეკონომიკას გაანადგურებთ. ჩვენ გვაქვს ამის გაკეთების შესაძლებლობა. სტრატეგიის მთავარი ნაწილია მკაცრი ტარიფების დაწესება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ელექტროენერგიას ყიდულობენ. ამ თვის დასაწყისში, პრეზიდენტმა ტრამპმა ინდოეთისთვის ტარიფები 50%-მდე გაზარდა მას შემდეგ, რაც მან რუსული ნავთობის შესაძენად დამატებით 25%-იანი ტარიფი დააწესა“, - განუცხადა გრეჰემმა Fox News-ს.
0
0