
"რა თქმა უნდა, ყველას იმედი აქვს, რომ ის ამას ვერ გაბედავს. მაგრამ... თუ ის გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, ეს თამაშის წესებს შეცვლის. ნატოს მოუწევს დაჯდეს მაგიდასთან და სერიოზულად დაფიქრდნენ, რა გააკეთონ, რადგან მაშინ ეს საშიში იქნება არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის", — თქვა დუდამ BBC-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ პუტინი შესაძლოა ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადებოდეს, დუდამ ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი რთულ სიტუაციაშია და ის ყველაფერზეა წამსვლელი.
"ეს არის ის, რაც მსოფლიოს არ უნახავს ამ მასშტაბის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. [...] თუ თქვენ მეკითხებით, შეუძლია თუ არა პუტინს ქიმიური იარაღის გამოყენება, მე ვფიქრობ, რომ პუტინს შეუძლია გამოიყენოს ყველაფერი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ახლა რთულ სიტუაციაშია. პოლიტიკური თვალსაზრისით, მან უკვე წააგო ეს ომი, სამხედრო დონეზე კი ვერ იგებს", — აცხადებს დუდა.
0
0