01/11/2024
22:57
პოლიტიკა
თუ პრეზიდენტს გაყალბების შესახებ მტკიცებულებები ხელში უჭირავს, ალბათ, უპრიანია, რომ მიაწოდოს იმ უწყებებს, ვინც არიან პასუხისმგებელი გამოძიებაზე, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ამასთან, კითხვაზე, „პრეზიდენტი ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებები, არსებობს, თუ არა სახალხო დამცველსა და პრეზიდენტს შორის თანამშრომლობის რაიმე ფორმატი და კომუნიკაცია?“, ლევან იოსელიანი პასუხობს, რომ პრეზიდენტთან ბოიკოტის რეჟიმში არ არის და თუ ის ჩათვლის საჭიროდ, სიამოვნებით მიიღებს მის მტკიცებულებებს.
„პრეზიდენტი თუ ჩათვლის საჭიროდ, სიამოვნებით მივიღებთ მტკიცებულებებს. როდესაც მას აქვს შეკითხვა, ან რაღაც აინტერესებს, მივსულვართ, განგვიმარტია. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში არ ვართ პრეზიდენტთან.
თუ მას გაყალბების შესახებ მტკიცებულებები ხელში უჭირავს, ალბათ, უპრიანია, რომ მიაწოდოს იმ უწყებებს, ვინც არიან პასუხისმგებელი გამოძიებაზე. მოგვაწოდოს ჩვენც და გვექნება ჩვენი შეფასება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
0
0