08/06/2023
12:11
პოლიტიკა
თუ ოპოზიცია რადიკალური რიტორიკისა და ქმედებების მოცემულობაში დარჩება, მათი გადაადგილებით ჯამი არ შეიცვლება და შედეგი მათთვის არ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიციაში მესამე ძალის იდეა იარსებებს, თუმცა რთული სათქმელია თუ რამდენად შედგება ის.
მისი თქმით, მარტივი არ არის მოსახლეობა დაარწმუნო, თუ რატომ ხარ მმართველი პარტიის ან რადიკალური ოპოზიციის ალტერნატიული ე.წ. მესამე ძალა.
„ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარეობს ბრძოლა იმისთვის, რომ მომავალი არჩევნებისთვის რამენაირად სახე გამოკვეთონ. ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაკნინებისა და დეგრადაციის გზაზე დგას. მას რა თქმა უნდა, ამომრჩეველი შეუნარჩუნდება, ოღონდ მცირე რაოდენობით და საარჩევნო ბარიერს გადალახავს. დანარჩენ პოლიტიკურ ფლანგზე მიმდინარეობს ბრძოლა იმისთვის, თუ კიდევ ვინ არის ბარიერის გადალახვის კანდიდატი. დღევანდელი კვლევები აჩვენებს, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა იოლი არავისთვის არ იქნება. გამომდინარე აქედან, ოპოზიცია ცდილობს განსხვავებული სახე მოძებნოს - გაერთიანებით ან საკუთარი თავის წარმოჩენით. ვნახოთ რა გამოუვათ!“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
0
0