
თუ ომი უკრაინაში შეჩერდა, ეს არ იქნება სამშვიდობო ხელშეკრულება, ეს იქნება რაღაც ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და რაღაც მომენტში, შეიძლება კონფლიქტი გაიყინოს, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რადიო სივრცეში".
მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ კონფლიქტი არ განახლდება მომავალში.
"ვერავითარ სამშვიდობო ხელშეკრულებას ვერ მოეწერება ხელი, როდესაც უკრაინის 20 პროცენტია ოკუპირებული.
რეალური საფრთხე რუსეთის მხრიდან არსებობს და საჭიროა, რუსეთზე ეკონომიკურად ზემოქმედება.
რაც შეეხება კორუფციულ ფაქტებს ზელენსკის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა დასავლეთმა ზელენსკიზე ზეწოლად გამოიყენოს, ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ "ეს ვერ გამოდგება ზეწოლად, რადგან ზელენსკი დღეს იბრძვის, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიოს უსაფრთხოებისა და დემოკრატიისთვის და საქართველოს ინტერესებშიც არის მტრის დამარცხება".
"ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დატოვებს უკრაინის ტერიტორიას" - ამბობს ჩიტაძე.
0
0