
თუ ომი არის ის, რას აშშ-ს სურს, იქნება ეს სატარიფო ომი, სავაჭრო ომი თუ სხვა ომი, ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ში ჩინეთის საელჩო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„თუ აშშ-ს ნამდვილად სურს ფენტანილის პრობლემის მოგვარება, მაშინ უმჯობესი იქნება ჩინეთთან კონსულტაციები და ერთმანეთის თანასწორად მოპყრობა. თუ ომი არის ის, რას აშშ-ს სურს, იქნება ეს სატარიფო ომი, სავაჭრო ომი თუ სხვა ომი, ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართ“, - წერს აშშ-ში ჩინეთის საელჩო X-ზე.
ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „აშშ ფენტანილის საკითხს ჩინურ იმპორტზე ტარიფების გაზრდისთვის სუსტ საბაბად იყენებს“.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფების გაორმაგებას, 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს. ჩინეთმა გარკვეული სახის ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა.
0
0