
"თუ ნატო უკრაინას Patriot-ის სისტემებს მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გადაიქცევიან ჩვენ სამიზნედ"- აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.
ამ მუქარის შესახებ მედვედევი „ტვიტერში“ წერს.
"თუ, როგორც სტოლტენბერგმა მიანიშნა, NATO მიაწვდის კიევის ფანატიკოსებს Patriot-ის თავდაცვის სისტემებს, ისევე როგორც ალიანსის სხვა პერსონალს - ისინი დაუყოვნებლივ გადაიქცევა ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნედ. ვიმედოვნებ, რომ ჩრდილოატლანტიკური უძლურებისთვის ნათელია"- წერს მედვედევი „ტვიტერში“.
ცნობისთვის, ნატო-ს მოკავშირეების საერთო განცხადების მიხედვით, ალიანსი გეგმავს გააძლიეროს უკრაინის დახმარება მძიმე ზამთარში, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულმა დაზიანებამ გამოიწვია.
CNN აშშ-ის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას განიხილავს.
0
0