
„თუ მერაბიშვილი-კეზერაშვილი გაიმარჯვებენ, - თუ ამომრჩეველმა არჩევნებში ასე გადაწყვიტა, ე.ი უნდა ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი, ხელი რატომ უნდა შევუშალო?“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, იგი იგივეს ელის კონკურენტებისგანაც.
„და იგივე უნდა გააკეთონ ამ ბატონებმაც როცა დამარცხდებიან და არავითარ შემთხვევაში თავში აზრადაც არ უნდა გაივლონ ან რაიმე ტიპის ხელის შეშლა, იოტისოდენა ხარისხითაც.
დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე და ღირსება გაიმარჯვებს ფულზე, სიმართლე და ღირსება გაიმარჯვებს ანგარებით ინტერესებზე, ამაში ეჭვი არ მეპარება...
პარტიის დატოვება-არდატოვებაზე საუბარი შევწყვიტოთ. ერთ რამეზე შევთანხმდეთ - გამარჯვებულს მიულოცავს ყველა კანდიდატი და ხელს არ შეუშლის პარტიის გაძლიერებაში. და გამარჯვებული ანგარიშსწორებას კი არ დაიწყებს, პარტიის გაძლიერებას დაიწყებს...“ - აცხადებს მელია.
0
0