27/05/2023
14:10
პოლიტიკა
ვალდებულებების შესრულება დავიწყეთ ჩვენ დაუყოვნებლივ. აქ არის ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. პირადად უხელმძღვანელა ამ პროცესს, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა და მთლიანად ჩვენმა უმრავლესობამ. ყველა ვალდებულება ძალიან დროულად იქნა შესრულებული და თუ რაიმე არის დარჩენილი პატარა ხარვეზი მაგას რა თქმა უნდა ძალიან მალე გავასწორებთ. ქალბატონი მაკა, ყველა იყო ჩართული ამ პროცესში, მთავრობა და მთელი ხელისუფლება და ჩვენ ეს პროცესი მივიყვანეთ თითქმის ბოლომდე ალბათ ივნისის ბოლომდე დაიხურება ეს ყველაფერი. დარჩა ერთი მთავარი პოლარიზაციის დასრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპელი მეგობრები საქართველოს პოლარიზაციის დასრულებისკენ მოუწოდებენ. მისივე თქმით, თუ მათ რეალურად სურთ, ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების შენარჩუნება და რაც მთავარია მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის, ნომერ პირველი ვალდებულების შესრულება - პოლარიზაციის დასრულება, მაშინ ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
„ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა გვითხრეს რომ თქვენ უნდა დაასრულოთ პოლარიზაცია. თქვენ თუ ახლა გადახედავთ რაზე არის მთავარი პოლარიზაცია და რაზე ავრცელებენ ამდენ ტყუილს, ცილისწამებას, დეზინფორმაციას და მე მჯერა რომ თქვენ ძალიან ბევრ დეზინფორმაციას ისმენთ, მითუმეტეს დღეს მედია გარემო არის აბსოლუტურად გახსნილი. ათეულობით მედია არსებობს საქართველოში. აბა გაიხსენეთ, რამდენი მედია-ტელევიზია იყო თავისუფალი, ოპოზიციური 2012 წლამდე, გახსენდებათ რომელიმე. ერთი იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააფუძნა - მეცხრე არხი და საბაჟოზე უწვავდნენ ანტენებს და საშინელებები ხდებოდა. სიგნალის გავრცელების საშუალება არ ქონდა. ეს გარემო იყო მეგობრებო, დღეს რომ გამოდიან და აკრიტიკებენ ჩვენს ხელისუფლებას. რომ შევადაროთ, შედარებისთვის, ეს ყველაფერი მაგიტომ გავიხსენე. რჩება ესეიგი მთავარი თემა - პოლარიზაციის დასრულება. ის გუნდი, რომელიც იყო აბსოლუტურად ანტიპოდი, ანტიევროპული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ძალა, ეს გუნდი გვეუბნება ჩვენ, ვინც მაქსიმუმი გააკეთა ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე და თუნდაც ნატოს მიმარტულებითაც. მე ვიყავი ის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ნატოს გენმდივანთან ერთად 2015 წელს გავხსენი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი კრწანისში. ეს გუნდი გვეუბნება და ამბობენ, რომ თურმე ისინი მიაღწევდნენ და მიაღწევენ, ჯალათები, სადისტების და მკვლელების პარტია, ომის პარტია, მე არ მინდოდა დღეს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ აუცილებელია რომ შევახსენოთ. იმიტომ რომ გვისმენს ჩვენი დიასპორა და მინდა რომ, მათ კარგად გაიგონ ჩვენი სათქმელი. ამიტომ ჩემი გზავნილი იყო გუშინ შემდეგი, ჩამოვაყალიბე შემდეგნაირად, რომ თუ ჩვენს და მე მჯერა და მინდა რომ დავიჯერო რომ ასე არის უმეტესობა და უმრავლესობა ჩვენი ევროპელი მეგობრების, ჩვენ ამაში დარწმუნებას ვცდილობთ დღენიადაგ, ყოველდღიურად მეც, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ყველა, მთელი გუნდი. თუ მათ რეალურად სურთ, ქვეყანაში აი ამ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების შენარჩუნება და რაც მთავარია მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის, ნომერ პირველი ვალდებულების შესრულება, პოლარიზაციის დასრულება, მაშინ ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. იმიტომ რომ ამას ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს მეგობრებო. ჩვენს მიერ განვლილი გზით, ომებით, ბრძოლით, რითაც დღემდე მოვედით,“- აღნიშნა პრემიერმა.
0
0