17/02/2022
15:30
საზოგადოება
,,ხო, მიშა მაშინ ძალიან ცუდად იყო, გლდანში. ვთვლიდი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად და ცხელ გულზე ბრიუსელის მიმართ ზედმეტის თქმის უფლება მივეცი თავს - “რას დუმხართ” ამბავში. ორ საათში წავშალე, მაგრამ ტაბულამ აფრიალა. თუ რამენაირად საერთო ბანაკში ვართ - ზოგადში, წინააღმდეგობრივში, ურთიერთწყენებით გაბერილსა და დაქუცმაცებულში - მაშინ ეგებ ჯერ მოიცადო, ან მკითხო - ხომ მიცნობ?! თუ მარტო შურისძიება და ბოღმა გამოქმედებს, მაშინ go to hell შენი დამფუძნებლიანად'' - ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი, დავით დარჩიაშვილი წერს, 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული პოსტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, "ევრო-ამერიკელებო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ქართულ ციხეში შიმშილობს და კვდება. თუ არაფერს გააკეთებთ, მე მირჩევნია ვიყო რუსული ტანკის ეკიპაჟის წევრი, ვიდრე პრო-ევრო-ამერიკელი. ევროკავშირი/აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია".
0
0