
ეს არის რეჟიმის უკანონო დევნა, პოლიტიკური ანგარიშსწორება და თქვენ ხართ რეპრესიის ინსტრუმენტები, რაზეც აუცილებლად მოგიწევთ პასუხისგება! - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაკავება.
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, არ წარმოადგენს ოპოზიციას და არის სრულად ყალბი.
„გუშინ უკანონოდ დააკავეს კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი, გიორგი ვაშაძე. „ქოცები“ ამ დროს დაზომბებულებივით იმეორებენ: „კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არავის აქვს ინდულგენცია“. სწორია, მაგრამ დავაზუსტოთ, როგორც უსინდისოდ ტყუით, თითქოს ამ კომისიაში წარმოდგენილი ხართ კონსტიტუციით განსაზღვრული ოპოზიციური ნახევრის სახით - ზუსტად ისეთივე უსინდისოა თქვენი „მართლმსაჯულებაც” და „თანასწორობაც”. თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის „დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია, უნდა იცოდეთ, ან ბრიყვები ხართ, ან გაყიდული მედროვეები, ან რაც ყველაზე ხშირად ხდება - ორივე ერთად. არჩევნებს რომ თავი დავანებოთ, ეს ე.წ. კომისია დაფუძნებულია კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე; არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, არ წარმოადგენს ოპოზიციას და შესაბამისად, წულუკიანის ჩათვლით არის სრულად ყალბი და არარა. შესაბამისად, ეს არის რეჟიმის უკანონო დევნა, პოლიტიკური ანგარიშსწორება და თქვენ ხართ რეპრესიის ინსტრუმენტები, რაზეც აუცილებლად მოგიწევთ პასუხისგება!“- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია.
0
0