19/04/2023
11:39
პოლიტიკა
თუ კეზერაშვილი „ფორმულას“ დაფინანსებას ჩამოშორდება, არ მგონია, რომ ტელეკომპანია გადარჩეს, დრო გვაჩვენებს ნამდვილად წავიდა კეზერაშვილი თუ უბრალოდ რაღაც ტექნიკური ხრიკი გამოიყენა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
„თუ კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ დაფინანსებას გააგრძელებს, სინამდვილეში არაფერი შეიცვლება, მაგრამ თუ ჩამოშორდება, არ მგონია, რომ ტელეკომპანია გადარჩეს, რადგან ეს ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში დიდწილად ზარალზე მუშაობს. ამის გამო მერე ალბათ რაღაც შეიცვლება ან რომელიმე ტელევიზიასთან გაერთიანდება ან არ იარსებებს. ეს ისეთი ფორმალობაა, რომელსაც ჯერ შინაარსი არ აქვს, მაგრამ დრო გვაჩვენებს ნამდვილად წავიდა კეზერაშვილი თუ უბრალოდ რაღაც ტექნიკური ხრიკი გამოიყენა“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
0
0