30/05/2023
15:41
პოლიტიკა
სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებები როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებს კიდევ უფრო წაადგება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„წინა პერიოდში, უფრო სწრაფი, უფრო ობიექტური გადაწყვეტილება რომ მიეღოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, შესაძლებელია თავიდან ყოფილიყო აცილებული ამ ქვეყნებისათვის ძალიან ცუდი შედეგები, რომელიც საოკუპაციო ომებმა გამოიწვია. ამიტომ თუ კარი ღიაა, ღია კარში უფრო სწრაფად უნდა მიგვიღონ. ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას წაადგება.
როდესაც ობიექტურად იმსახურებ როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებას, ამის შეფერხება და რაღაც მიზეზებით ამის გაჭიანურება არ ადგება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებს, არამედ რეგიონის უსაფრთხოებასაც არ ადგება.
ამიტომ, სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ უფრო კარგი იქნება და დამაზიანებელია, როდესაც ეს გადაწყვეტილებები თავის დროზე არ მიიღება ხოლმე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
0
0