
თუ ეს კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია პოლარიზაციის საკითხზე, რა უდგას წინ, შეწყვიტონ დროებით ეს სიმძაფრე, დააკლონ ტემპერატურას, რომ ვეღირსოთ ჰაერში დაკიდებულ კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
მისი თქმით, 2008 წელს, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში ოპოზიციამ რაღაც პერიოდი ხელისუფლების კრიტიკაც კი შეწყვიტა.
„2008 წელს, როდესაც რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოში, მაშინდელმა ოპოზიციამ მოილაპარაკა და თქვა, რომ მოდით, შევწყვიტოთ ახლა დაპირისპირება, დროებით შევაჩეროთ ეს ჩვენი სიმძაფრე, დავუწიოთ დაპირისპირების მუხტს და რაღაც პერიოდი ხელისუფლების კრიტიკაც შეწყვიტეს. ახლაც ძალიან მარტივი გამოსავალია, თუ ეს კანდიდატის სტატუსი დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად პოლარიზაციის საკითხზე, რა უდგას წინ, შეწყვიტონ დროებით ეს სიმძაფრე, დააკლონ ტემპერატურას, რომ ვეღირსოთ ჰაერში დაკიდებულ კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნა დავით მაღრაძემ.
0
0
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია
15/06/2025