თუ იტყვით, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, გაცილებით რთული იქნება ომის დასასრულებლად შეთანხმება - ტრამპი
11/05/2023
09:14
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „სიენენის“ ეთერში თავი შეიკავა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ არ მოიხსენია.
„თუ იტყვით, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, გაცილებით რთული იქნება შეთანხმების მიღწევა, რათა ომი დასრულდეს“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, პუტინმა უკრაინაში შეჭრით დიდი შეცდომა დაუშვა. მისივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტი თავად რომ ყოფილიყო, ომს ერთ დღე- ღამეში დაასრულებდა.
შეკითხვაზე, ვინ მოიგებს ომს, პასუხის გაცემისგან კი, ტრამპმა თავი შეიკავა.
„არ ვფიქრობ იმაზე, ვინ მოიგებს ან წააგებს ომს. ვფიქრობ, სიტუაციის გამოსწორებაზე. ხალხი იღუპება, რუსებიც და უკრაინელებიც. მინდა, ეს შეწყდეს და მე ამას 24 საათში გავაკეთებ“, – განაცხადა ტრამპმა.
0
0
194
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%