“თუ გუშინ ერთ ადამიანს მაინც მივანიჭე სიხარული ჩვენი წარმატებით, ეს უკვე ჩემთვის დიდი გამარჯვებაა.” - ამის შესახებ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა, ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
"მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, განსაკუთრებით ჩვენს ემიგრანტებს, რომლებსაც ჩემი კარიერის განმავლობაში არცერთხელ არ მივუტოვებივარ და ასე მოხდა გუშინაც! მე თქვენ მაძლიერებთ❤️ თუ გუშინ ერთ ადამიანს მაინც მივანიჭე სიხარული ჩვენი წარმატებით, ეს უკვე ჩემთვის დიდი გამარჯვებაა. წინ ფინალია და მთელი ჩემი ენერგიით, მონდომებით და შემართებით ყველაფერს გავაკეთებ, რომ სცენაზე საქართველოს კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამოსვლა ნახოთ🇬🇪❤️" - წერს ბუზალაძე
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2024-ზე, ნუცა ბუზალაძე ფინალში გადავიდა, სადაც, კონკურსის პროდიუსერების გადაწყვეტილებით, ის 24-ე ნომრად იმღერებს.
11 მაისს 23:00 საათზე შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზია 2024-ის ფინალი გაიმართება, სადაც საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე თავის საკონკურსო სიმღერას Firefighter-ს შეასრულებს.
0
0
ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ
23/08/2025