
ლიგა 1-ის მეორე ტურში "მარსელთან" ფრეს (2:2) შემდეგ, "მეცის" მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ გიორგი მიქაუტაძის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
"მიქაუტაძე გასულ სეზონში იდეალური იყო. ჩვენ წარმატებას ნაწილობრივ მისი ნიჭის წყალობით მივაღწიეთ. მიქაუტაძე ლიგა 2-ში საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა... მეშინია, რომ მისი გაშვება მოგვიწევს, თუ ეს მოხდება, ჩემი სულის ნაწილსაც წაიღებს, რაც ყოველთვის ცოტა მტკივნეულია". - ამბობს მწვრთნელი.
შეგახსენებთ, გიორგიმ გუშინ, 18 აგვისტოს, საფრანგეთის რანგით უმაღლეს დივიზიონში პირველი გოლი გაიტანა, რაც შეეხება "მეცს", 2 ტურის შემდეგ 1 ქულით გუნდი მე-13 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 27 აგვისტოს, "კლერმონთან" ჩაატარებს.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისიდან
08/07/2026
10 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/07/2026