
"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ანა წითლიძესა და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ მხარდამჭერ ირაკლი წულაიას შორის დაპირისპირება კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა. ანა წითლიძე ირაკლი წულაიას წარსულს უხსენებს და პოდკასტში დებატებისკენ მოუწოდებს. თავად წულაია კი "ნაცმოძრაობის" წევრს სასამართლოში სარჩელის შეტანით ემუქრება.
"ირაკლი წულაიაზე პოსტის კომენტარებში, 20 საათიანი დაგვიანებით, წულაია გადაფსიხებულა :) ირაკლი წულაია - არ მგონია, ეს ფხიზელს დაგეწერა. რთულია სიმართლის მოსმენა არა?! გეგონა არავინ წამოგაყვედრიდა? თუ არ გინდა წამოგაყვედრონ მაშინ ენა უნდა ჩაიგდო, თუ არ ჩაიგდებ უარეს სიმართლეს მოისმენ. არ იცოდი საოჯახო ბიზნესად რომ გქონდათ ქცეული მთელი მარტვილი და ხალხს ფულს სძალავდით? შენ რატომ იყავი ნაცების დროს დაჭერილი რატომ მალავ? რკინიგზაში არ იყავი და არ გამოგაგდეს თუ ნარკოტიკზე არ დაგიჭირეს? ღარიბაშვილმა რომ მოგისროლა. მე გთავაზობ, გინდა შენთან პოდკასტში, გინდა ჩვენთან, მარტო დაგიჯდები, შენ ვინც გინდა მოიყვანე და სახეს აგაძრობ სიმართლით. საჯაროდ გავარკვიოთ ვინ იტყუება ჩვენს შორის. მე ფაქტებით ვილაპარაკებ და მოწმეებს შეგახვედრებ, მამაშენი ვისაც ფულს სძალავდა და რის გამოც დაიჭირეს. შენი და შენი ძმის ტროლების ქარხანაზეც ვილაპარაკოთ. იმედში რომ მუშაობდი მაგაზეც. შენი ბლატაობა მორჩა, აწი ოთახში ჩაკეტილმა იბლატავე ხოლმე :დ", - წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი წულაიამ რამდენიმე დღის წინ ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა:
"ეს ნაცები რაღაც ძაან გააქტიურდით და გული მოგეცათ და ხომ არ შეგახსენოთ ვინ ხართ? ხომ არ გგონიათ დამავიწყდა ან არ ვიცი, თქვენ ის ხალხი ხართ პატიმრებს რომ აუპატიურებდით, ბიზნესს ატერორებდით, მედიებს აჩუმებდით. რა გახარიაზე ლაპარაკობთ ბიჭო? მიტინგებზე მამაჩემს ტყვიები ესროლეთ, ადამიანები დახოცეთ და მეტროს თავზე შეაგორეთ, ვისზე ლაპარაკობთ, რა უფლებებზე ლაპარაკობთ თქვენ? თქვენ ვისზე ნაკლები ნაგვები ხართ? უბრალოდ ძალაუფლება არ გაგაჩნიათ", - ამბობს ირაკლი წულაია "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით ჩაწერილ ვიდეოში.
0
0