
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა და "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" წარმომადგენელმა გიორგი რუხაძემ საერთაშორისო აქტორებს მიზნობრივი სანქციების დაწესებისა და დახმარებისკენ მოუწოდეს.
გიორგი რუხაძის თქმით, თუ ევროპას უკრაინის დახმარება ტანკებითა და არტილერიით შეუძლია, მათ უნდა შეძლონ საქართველოს დახმარება იმავე ომში.
"დიდი მადლობა ამ დისკუსიის ორგანიზებისთვის, რადგან საქართველოს ეს ყურადღება ნამდვილად სჭირდება. საქართველო არის ქვეყანა, რომლისთვისაც ღირს ბრძოლა. მაგრამ ჩვენ ამას მარტო ვერ გავაკეთებთ. გვჭირდება საერთაშორისო დახმარება. შედეგები უნდა იყოს თვალსაჩინო: მიზნობრივი სანქციები არა ქართველ ხალხზე, არამედ მათზე, ვინც ამ სისტემას მართავს და მხარს უჭერს. თუ ევროპას შეუძლია უკრაინას ომში ტანკებითა და არტილერიით დაეხმაროს, მან ასევე უნდა შეძლოს საქართველოს მხარდაჭერა ამავე ომში, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებითა და ეროზიით მიმდინარეობს,"- აცხადებს რუხაძე.
0
0
6 აპრილს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
03/04/2026