
თუ ევროკავშირს მოსკოვში ვიზიტის გამო ვინმეს დასჯა სურს, მაშინ მე დამსაჯოს და არა სერბეთი, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა მოსკოვში ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე აქ ჩემი ხალხისთვის და ჩემი ქვეყნისთვის ვარ. არ მაინტერესებს, სხვები რას ფიქრობენ ან ამბობენ. მე სერბმა ხალხმა ამირჩია და ხალხს რიგაში, ტალინში, ვილნიუსში ან სხვაგან არ ავურჩევივარ. მე პრეზიდენტ პუტინს დავპირდი, მაგრამ აქ ვიზიტის შესახებ ტყუილი არ მითქვამს. ეს ურსულა ფონდერ ლაიენს, მარტა კოსს, ემანუელ მაკრონსა და ჯორჯია მელონისაც ვუთხარი. ყველას სიმართლე ვუთხარი“, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
მისი თქმით, სერბეთის პოზიციის გაგების ნაცვლად, ევროკავშირი მხოლოდ მუქარას იყენებს.
„რაც შეეხება ევროკავშირს, დარწმუნებული ვარ, რომ სერბეთი კვლავ ევროპულ გზაზე დარჩება. თუ მათ ვინმეს დასჯა სურთ, მაშინ მე დამსაჯონ“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი 9 მაისს, მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად გუშინ ჩავიდა. დრონებით თავდასხმის საფრთხის ფონზე რუსეთის საჰაერო სივრცეში დაწესებული შეზღუდვების გამო სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი იძულებით ბაქოში დაჯდა
0
0