
ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს და უერთდება ტრენდს, რომლის მიხედვითაც, ადამიანები EURO 2024-ზე საქართველოს მოგების შემთხვევაში განსხვავებულ პირობებს დებენ. ანანომ ეს ვიდეო მეგობრებთან ერთად გადაიღო. ზოგი ვარჯიშის დაწყების, ზოგი თმის შეღებვის პირობას დებს, ანანო კი ამბობს, რომ მოგების შემთხვევაში გათხოვდება.
ანანოს შეყვარებული უკვე არაერთი წელია, ფეხბურთელი ზვიო ლობჯანიძეა. მათი მეგობრები წყვილის დაოჯახებაზე ხშირად ხუმრობენ და სახალისო ვიდეოებს ამ თემაზე თავად ანანო და ზვიოც იღებენ ხოლმე. "ჩვენი ბედი თქვენს ხელშია", - წერს ის სოციალურ ქსელში.
"ზვიო ერთ-ერთ გუნდში გავიცანით, ბოლნისის "სიონში" ვმუშაობდი, სადაც ზვიო ფეხბურთელი იყო. მე თამაშებს ვიღებდი და ასე შემთხვევით შევხვდით. თავიდან ერთმანეთს არ ვესალმებოდით, მორიდებულია ზვიო. რამდენჯერმე გუნდის გარეთ შემხვდა შემთხვევით. სულ მიჩვეული ვიყავი, რომ სპორტულ ან საფეხბურთო ფორმაში ვხედავდი და ჩვეულებრივ სამოსში ვერ ვიცანი, ვფიქრობდი, რა ნაცნობი სახე აქვს, საიდან მეცნობა-მეთქი. შემდეგ რამდენჯერმე შემთხვევით კიდევ შემხვდა და საბოლოოდ გავიცანით ერთმანეთი. პარალელურად, ერთ გუნდში ვმუშაობდით და ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრა ბედისწერაა" - განაცხადა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში.
marao.ge
0
0