24/10/2022
17:16
პოლიტიკა
პოლიტოლიგმა ვახტანგ ძაბირაძემ spacesnews - თან ისაუბრა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტისა და მის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ.
,,ნებისმიერი ტრანზიტი, რაც ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ტერიტორიაზე ხორციელდება ეს არის შემოსავალი, შემოსავალი ყველა ქვეყანას სჭირდება, მითუმეტეს სახელმწიფოს. გარდა ამისა, როცა არის ლაპარაკი ელექტო ენერგიის ტრანზიტზე, ეს არის ელექტრო სისტემის გარკვეული სტაბილურობაც, იმიტომ რომ ჩვენს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს და ჩვენი ენერგო სისტემა უფრო სტაბილურიც გახდება, ერთ-ერთი ფაქტორი ყოველ შემთხვევში ეს იქნება. გარდა ამისა, ჩვენ ვართ დაკავშირებული საკმაოდ მჭიდროდ რუსულ ელექტრო სისტემასთან, თუ ეს ხაზი განხორციელდება ჩვენ გვექნება ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. როცა პრობლემა იყო, ჩვენ მაინც ვღებულობდით აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიას, მაგრამ ის რომ ტრანზიტი განხორციელდება ეს არის მომგებიანი ქვეყნისთვისაც, როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური თვალსაზრისით და რაღაც ახალი ურთიერთობების საწყისი შეიძლება გახდეს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის, მითუმეტეს ნავთობსადენითაც და გაზსადენითაც დაკავშირებული ვართ.'' - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ
მან ასევე ალიევის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ბაქო - თბილისი - ყარსის მინართულების გაზრდასა საქართველოს პორტების გამოყენებაზე იყო საუბარი.
,,როცა შუა აზიიდან წამოვა ტვირთები და ალბათ წამოვა, მოგეხსენებათ რუსეთისკენ რა ამბებიც არის, არამხოლოდ შუა აზიიდან ალბათ ჩინეთიდანაც კი, ეს უკვენიშნავს იმას, რომ პორტები იქნება გამოყენებული. გამომდინარე იქედან, რომ საკმაო ინტენსიურობით გამოირჩევა ეს ხაზი, მგონია რომ რაღაც პოტენციალი არსებობს რომ უფრო გაიზარდოს ამ მიმართულებით ტრანზიტი. ესეც დამატებით შემოსავალია, თვითმფრინავი რომ გადაიფრენს საჰაერო სივრცეში, ისიც კი შემოსავალია. პორტების რა გითხრათ, რამდენად შეძლებენ ამხელა ტვირთების გატარებას ჩვენი პორტები, მაგრამ ეს ნიშნავს რომ მაქსიმალური დატვირთვით იმუშავებენ'' - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
გამოითქვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების მზადყოფნა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება.
საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაესვა ხაზი.
0
0