
საქართველოს რამდენიმე ქალაქში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. ამ საკითხზე თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს:
„პატრონი პასუხისმგებელი უნდა იყოს ძაღლის თითოეულ ნაბიჯზე. თუ ძაღლი აგრესიულია, თავს ესხმის ვინმეს, პატრონი უნდა დაისაჯოს. ძაღლის ყოლა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის. ის ძალიან დიდ ეფექტს ახდენს ჩვენს ქცევაზე. მე ორი ძაღლი მყავს სახლში, ორიც - სამსახურში მოკედლებული. ისინი არავის ერჩიან, ზოგჯერ თავად დამთვალიერებელია აგრესიული. რასაკვირველია, არის ძაღლების აგრესიის შემთხვევებიც და დადგა კიდეც ზოგიერთი ჯიშის აკრძალვის საკითხი. თუ ძაღლი აგრესიულია, საბლით და ალიკაპით უნდა ვატაროთ. რაც მთავარია, ძაღლი კარგად გაწვრთნილი უნდა იყოს. აი, ამაში გვაქვს საქმე ცუდად. ძალიან ბევრი ძაღლი სწორედ აგრესიულობის გამო აჰყავთ და სწორედ ამ მიმართულებით ზრდია“,- ამბობს ზურაბ გურიელიძე.
მისივე ინფორმაციით, ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოების მონაცემებით, მსოფლიოში 500 მილიონი ძაღლიდან 75%-მდე მაწანწალაა. უამრავი მაწანწალა ძაღლია აზიის ქვეყნებში... ევროპა, განსაკუთრებით მისი დასავლეთი ნაწილი თავისუფალია მაწანწალა ძაღლებისგან, იმიტომ, რომ დიდი ხანია ეს პრობლემა მოაგვარეს.
0
0