თუ დვალიშვილთან დავმარცხდები, კარიერას დავასრულებ - ჰენრი სეხუდო
28/01/2024
20:08
სპორტი
A-
+A
ორ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ განაცხადა, რომ ოქტაგონზე აღარ დაბრუნდება, თუ მას მერაბ დვალიშვილი დაამარცხებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი და ამერიკელი მებრძოლების დაპირისპირება UFC 298-ის ფარგლებში 18 თებერვალს გაიმართება.
ჰენრი სეხუდო: „დვალიშვილი პირველი პრეტენდენტია. არ მეგონა, რომ ალჯამეინ სტერლინგთან დავმარცხდებოდი, და თუ კვლავ მომიწევს კარიერულ კიბეზე დაქვეითება, კარიერას დავასრულებ კიდეც. სპორტი მძიმე რამეა, მეგობრებო“.
ჰენრი სეხუდომ ბოლო ბრძოლა (მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით) სწორედ დვალიშვილის მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან დათმო, მერაბმა კი ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი არბიტრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
0
0
418
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%