
‘’თუ დღესაც იგივე ხარ რაც გუშინ იყავი, შენ მასწავლებელი არ შეიძლება გერქვას'' -- ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ spacesnews - ის, გადაცემაში ,"სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან", მასწავლებლების პროფესიული განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
‘’რამდენმე წლის წინ, მასწავლებლების გამოკითხვა ჩატარდა მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში, ერთ-ერთი კითხვა იყო ასეთი- რა მნიშვნელობა აქვს, მუდმივ პროფესიულ განვითარებას მასწვლებლისთვის?
ბევრი პასუხი როგორი იქნებოდა, გასაგებია ჩემთვისაც და თქვენთვისაც, ეს არის წამალივით, ჰაერივით აუცილებელი, თუ დღესაც იგივე ხარ რაც გუშინ იყავი, შენ მასწავლებელი არ შეიძლება გერქვას. მე რომ ახლა ვიყო ის, რაც ათი, ან ორმოცი წლის წინ ვიყავი, როდესაც დავიწყე მასწავლებლობა, ძალიან შემრცხვებოდა თქვენთან ასე საჯაროდ ამ თემაზე ლაპარაკი.
ჩვენი მასწავლებლების დაახლოებით 70% - მა უპასუხა, რომ მათ არ სჭირდებათ პროფესიული განვითარება, იმიტომ რომ, ისედაც კარგად იციან რა უნდა ასწავლონ ბავშვებს. ჩემი აზრით, ეს ტრაგედიაა. ეს ჩემი აზრი არ არის, ეს იყო კვლევა, ოფიციალურად გამოქვეყნდა და ასეთი პასუხი დააფიქსირა ჩვენმა მასწავლებლობამ, დიდმა ნაწილმა, ეს ძალიან სამწუხაროა, დიდი გულის ტკივილით ვამბობ ამას.'' - განაცხადა გია მურღულიამ.
0
0