
„თუ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობ, ოპონენტები და ჟურნალისტები ციხეში არ უნდა ჩასვა“, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა.
სენატორის თქმით, დემოკრატიისთვის მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
„დემოკრატიულ ქვეყანაში პრესის, მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ გექნება ქმედითი დემოკრატია, თუკი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ რეპორტიორებად, მუშაობენ მედიაში, შეიძლება მოხვდნენ ციხეში იმისთვის, რასაც გადასცემენ. ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი.
მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და წარმოადგენენ იმ პირობების ნაწილს, რომელთა მოგვარებასაც ევროკავშირი სთხოვს საქართველოს.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაიაზრონ, რომ, თუკი დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობ, ოპონენტები ციხეში არ უნდა ჩასვა და ჟურნალისტები ციხეში არ უნდა ჩასვა. უნდა დაიცვა კანონის უზენაესობა“, - აცხადებს სენატორი შაჰინი.
როგორც ცნობილია, სენატორი ჯინ შაჰინი თბილისს, 2 დღით მოულოდნელად ესტუმრა. მან შეხვედრები გამართა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ასევევ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
0
0