26/05/2023
11:35
მსოფლიო

„რუსეთს მოუწევს პრევენციული დარტყმის განხორციელება, თუ დასავლეთი უკრაინას ატომურ იარაღს მიაწოდებს,“ - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა.
მისი თქმით, "არსებობს ომის შეუქცევადი კანონები. თუ საქმე ეხება ბირთვულ იარაღს, უნდა განხორციელდეს პრევენციული დარტყმა."
მანამდე კი მედვედევმა, ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ცნობილია თავისი ხშირი და უმკაცრესი გაფრთხილებებით დასავლეთის მიმართ. მისი პოზიცია ფართოდ განიხილება, როგორც კიევის მხარდაჭერის შეწყვეტის მცდელობა მიუხედავად იმისა, რომ არ გამოთქმულა რეალური ვარაუდი, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინისთვის ბირთვული იარაღის მიწოდებას გეგმავენ.
0
0