18/11/2021
16:03
პოლიტიკა
მისი თქმით, პასუხები არ არის მთავარ კითხვებზე, რა სამედიცინო საჭიროება იდგა, რაზედაც ვერ მიიღო შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ან რომელია უფრო გამოცდილი კლინიკა შიმშილობის პროტოკოლის მართვაში.
„პასუხები ვერ მივიღეთ მთავარ კითხვებზე - რა სამედიცინო საჭიროება იდგა, რაზეც ვერ მიიღო შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ან რომელია უფრო გამოცდილი კლინიკა შიმშილობის პროტოკოლის მართვაში. მიუხედავად ამისა, ადეკვატურები რომ ვიყოთ, გვჭირდება ჩვენ ასევე სხვა მედიკოსების შესაბამისი ანალიზი. იმ პირობებში, თუ სამედიცინო თვალსაზრისით მისი საჭიროებების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება, ამ შემთხვევაში მეც აქვე დაგიდასტურებთ, რომ იქნება გადასაყვანი, თუ ეს ობიექტურად ასე დადასტურდება, მაგრამ თუ ამის საჭიროება არ არის და დადასტურდება, რომ ეს არის ახირება, მაშინ, ბუნებრივია არ გადაიყვანენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0