06/11/2023
12:16
სხვადასხვა
“თუ ცივ თვეებში „მკვდარი“ ზღარბი იპოვეთ, ნუ დამარხავთ, და ნუ გადააგდებთ სანაგვეში...” - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქუთაისი ცხოველებისთვის” წერს:
🔹 არავის სიამივნებს მკვდარი ცხოველი საკუთარ ეზოში ან გზაზე, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ზღარბი, რომელიც იზამთრებს ნოემბრიდან მარტამდე.
🔹როგორც წესი, ისინი თხრიან ორმოებს, რომ დაცულები იყვნენ, მაგრამ ჩვენ სულ უფრო ნაკლები გამწვანებული სივრცე, ბუჩქნარი ან ტყე გვაქვს და ზამთარში ღამის გასათევად უსაფრთხო ადგილის პოვნა მათთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება.
🔹 ზოგი შეიძლება თქვენს ეზოში მოვიდეს უსაფრთხოებისა და სითბოს მოსაძებნად, რათა დაზამთრდეს, ზოგი იმდენად დაღლილი ეძებს, რომ საბოლოოდ იძინებს უცნაურ ადგილებში, როგორიცაა გზისპირა ან ტროტუარი.
🔹ჰიბერნაციის დროს მათი გულისცემა და სხეულის მთლიანი ფუნქცია ოდნავ ნელდება ენერგიის დაზოგვის მიზნით, რამაც შეიძლება დააბნიოს ადამიანი, და აფიქრებინოს რომ ზღარბი მოკვდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ხედავთ უმოძრაო ზღარბს, დარწმუნდით, რომ ის უსაფრთხოდ და თბილ ადგილას დარჩება 5 თვის განმავლობაში.
🔹 თუ ზღარბი თქვენს ეზოში ან სადმე გარეთ იპოვეთ, გაუკეთეთ ხვრელი მუყაოს კოლოფში და მშრალ, უსაფრთხო და წყნარ ადგილას გადაიყვანეთ , რათა მან იქ გაატაროს ცივი თვეები.
🔹ზღარბი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა, სრულიად უვნებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ეკოსისტემაში.
ჭამენ ხოჭოებს, ლოკოკინებს, ბაყაყებს, ხვლიკებს, გველებს, მათ შორის შხამიანებს.
ისინი ასევე ანგრევენ თაგვის ბუდეებს.
მათ არ ეშინიათ ფუტკრების და კრაზანების ზღარბს შეუძლია ადვილად გაანადგუროს კრაზანის ბუდე და შეჭამოს მისი ბინადარი, არ აქცევს ყურადღებას მათ ნაკბენებს.
🔹მეცნიერებმა დიდი ხანია შენიშნეს ზღარბის იმუნიტეტი ძლიერი შხამების, მათ შორის გველგესლას ნაკბენის მიმართ.
ეს ანტიდოტი ფენომენი ჯერ კიდევ უცნობია მეცნიერებისთვის.
0
0