10/05/2024
13:50
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ისრაელი "მარტოც შეძლებს ბრძოლას".
"თუ დაგვჭირდება... მარტო დავდგებით. მე ვთქვი, რომ საჭიროების შემთხვევაში, ფრჩხილებითაც ვიბრძოლებთ", - განაცხადა პრემიერმა.
აშშ-ის გაფრთხილებებთან დაკავშირებით, ნეთანიაჰუმ ასევე 1948 წლის ომი გაიხსენა, როდესაც ახლადჩამოყალიბებულ ისრაელის სახელმწიფოს არაბული სახელმწიფოების კოალიცია თავს დაესხა.
"76 წლის წინ, დამოუკიდებლობისთვის ჩვენ ცოტანი ვომობდით ბევრის წინააღმდეგ. ჩვენ უიარაღოდ ვიყავით, რადგან ისრაელისთვის იარაღის ემბარგო იყო დაწესებული, მაგრამ დიდი სულისკვეთებით, გმირობით და ერთიანობით - ჩვენ გავიმარჯვეთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ ისრაელი რაფაჰში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ გასცემს ბრძანებას, აშშ-მა შესაძლოა ქვეყანას იარაღის მიწოდება შეუჩეროს.
ბაიდენის კომენტარის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა, განაცხადა, რომ ისრაელის „მტრებმა და... საუკეთესო მეგობრებმა“ უნდა გაიგონ, რომ მისი ქვეყნის „დამორჩილება შეუძლებელია“.
0
0