
„აქ [კლინიკა „ვივამედში“] ვერ უტარდება მკურნალობა, თუ ასე გაგრძელდა, გარდაიცვლება“, - ამის შესახებ ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ წონის კლება არ შეჩერდება მესამე პრეზიდენტი საწოლზე მიეჯაჭვება.
„კუნთების მასა, რა თქმა უნდა, შემცირდა, გარშემოწერილობები, კიდურები შემცირდა და თუ კუნთების მასა კიდევ უფრო შემცირდა, საწოლზე მიეჯაჭვება, ისედაც დაქვეითებული აქვს კუნთები. თუ ასე გაგრძელდა, ნამდვილად მძიმეა პროგნოზი. თუ მკურნალობა არ ჩაერთო და ასე გაგრძელდა, გარდაიცვლება რაღაც მომენტს რომ მიაღწევს და აქ პაციენტს ვერ უტარებენ ადეკვატურ მკურნალობას. ვერ თანხმდებიან, არ აქვთ ნდობა, თუ რაღაც, ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ვერ უტარდება აქ შესაბამისი მკურნალობა“, - აცხადებს თენგიზ წულაძე.
0
0
6 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
04/08/2026