18/03/2022
20:04
პოლიტიკა
გიორგი გახარიას თქმით, რუსული რევიზიონისტული პოლიტიკა ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის შედეგებს, რომელსაც ქართველებმა 30 წლის წინ მიაღწიეს.
„ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაც იქმნება. დღეს რაც ხდება, ეს არის რუსული რევიზიონისტული პოლიტიკა, რაც ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის შედეგებს, რომელსაც ჩვენ 30 წლის წინ მივაღწიეთ.
ფაქტობრივად ყველაფერი იყო გაკეთებული და ნათქვამი იმისთვის, რომ სახელმწიფოებს, ისეთები როგორებიც არიან საქართველო, უკრაინა... მათი სუვერენიტეტი უნდა იყოს შეზღუდული სხვადასხვა საკითხებში. ეს არის რუსეთის ჩვეულებრივი რევიზიონისტული პოლიტიკა, რომელიც აქამდე მოქმედებდა რბილი ძალის ინსტრუმენტებით და რეალურ ომში გადაიზარდა.
ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, უშუალოდ ეხება საქართველოს და მათ შორის ჩვენს ხელისუფლებასაც თუ ჰგონია, რომ ამაზე ყურადღების არ მიქცევით ეს ჩვენ არ შეგვეხება, ძალიან ცდება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სიფრთხილე და გონიერი პოლიტიკა აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო ჩათრეული არ იქნეს ცხელ ომში.
„ყველაფერი იქნება პირიქით, რამდენადაც დავხუჭავთ თვალს და არ გვეყოფა არც კომპეტენცია, არც სითამამე და არც ღირსება ამ რეალობას თვალი გავუსწოროთ, უფრო მძიმე დარტყმას მივიღებთ. ყველაფერი რასაც სიფრთხილის ნიღაბქვეშ გვთავაზობენ, ამას არაფერ გონიერებასთან და პრაგმატულ, ცივსისხლიან, პოლიტიკასთან და სიფრთხილესთან საერთო არაფერი აქვს.
თუ ასე გააგრძელებენ, კალაშნიკოვის ლულის მაგივრად ტანკის ლულას მოგვადებენ თავთან, ზუსტად ასე იქნება. აგიხსნით რატომ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სიფრთხილე და გონიერი პოლიტიკა აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო, რა თქმა უნდა, ცხელ ომში არ იქნეს ჩათრეული. ჩვენ ეს 2008 წელს გამოვიარეთ და ეს ფასი გადახდილი გვაქვს.
ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს როგორც ხელისუფლებამ, ასევე, ოპოზიციამაც. ამის შემდგომ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. როდესაც ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ყველა დონეზე, მათ შორის პრაქტიკულ დონეზეც, ჩვენ სახელმწიფომ, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პირობებში, ოკუპაციის და რუსეთთან ბრძოლის პირობებში ფასი გადავიხადეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის უპრეცედენტო ფარდა სოლიდარობის, რომელიც ფარავს და იცავს უკრაინას, ჩვენზეც უნდა გავრცელდეს.
ჩვენს უსაფრთხოების საკითხებზე ერთ-ერთზე თუ დავრჩით, დამთავრებულია... ჩვენი სახელმწიფოებრიობის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, - დასძინა გიორგი გახარიამ.
0
0