15/03/2023
00:28
პოლიტიკა
“არ ვიცი, რამ გადააწყვეტინა ამ ხალხს დღეს პარლამენტთან მისვლა, დროშის ჩამოგდება, დახევა თუ დაწვა.. ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, ძალიან…“ - ასე გამოეხმაურა ”უცნობი" (გია გაჩეჩილაძე) ალტ-ინფოს დღევანდელ აქციას პარლამენტთან.
როგორც "უცნობმა“ თავის გადაცემაში "კიდობანი“ აღნიშნა, ქართველები ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდნენ, ვინაიდან, ბოლო ათეული წლებია, ეს უკვე გამოვლილი აქვს ქვეყანას.
მისივე თქმით, ასეთმა პროვოკაციებმა შესაძლებელია "ძალიან დიდი ცეცხლი გამოიწვიოს..“.
“ასეთი პროვოკაციებით შეიძლება ისეთი დიდი ცეცხლი დაინთოს, “ის ცეცხლი...” და თუ მაინცდამაინც გვინდა, დავაწესოთ ერთი დღე - ”პარლამენტში შეჭრის დღედ საქართველოში“, ან კიდევ “სპეცრაზმელის ”მოლოტოვის" კოქტეილით დაწვის დღე“, ანდაც “პარლამენტზე ალყის შემორტყმის დღე“.. გვეყოფა, გვეყოფა ქართველებო დაპირისპირება! საქართველოს ახლა სჭირდება დრო, რომ გაიაროს უკრაინაში, ევროპაში მიმდინარე ეს ომი“, განაცხადა ”უცნობმა".
როგორც ცნობილია, დღეს პარლამენტთან ალტ-ინფოს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა და დაწვეს. შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
0
0