
„თუ არსებობს საფრთხე, პარამეტრი-“ სამხედრო ტყვე„ არ მუშაობს“ -პოდოლიაკმა კომენტარი გააკეთა რუსი ტყვეების სიკვდილით დასჯის ვიდეოზე.
„სრული ვიდეოს ყურებისას აშკარად ჩანს, რომ რუსი სამხედროების ნაწილი ნამდვილად აპირებდა ჩაბარებას, ზოგმა კი ცეცხლი გაუხსნა უკრაინელებს. ჟენევის კონვენციის 47-ე პუნქტი ნათლად ამბობს, რომ თუ არსებობს საფრთხე იმ პირების მხრიდან, ვინც ჩაბარდება, მაშინ პარამეტრი „ომის ტყვე“ არ მოქმედებს. ანუ, ეს იყო ჩვეულებრივი სამხედრო შეტაკება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.
ცნობისთვის, 18 ნოემბრის ღამეს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, უკრაინელი ჯარისკაცები რუს ტყვეებს კლავენ. ვიდეოზე რუსულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები ნებდებიან და სათითაოდ ტოვებენ სახლს ხელებაწეული.10 პატიმარი მიწაზე წევს, რის შემდეგაც შენობიდან კიდევ ერთი მუქი ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი გამოდის. იწყება სროლა ტყვეების მიმართულებით და ვიდეო-გადაღება წყდება.
0
0
15 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025