10/04/2023
11:19
პოლიტიკა
თუ არა რადიკალური ძალა და და ვიწროპარტიული ინტერესები, სხვა შემთხვევაში არ უნდა გახარებდეს მსგავსი ტიპის სანქციები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიამ ლაშხმა მოსამართლეთა საქციების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
იგი ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლებიც საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
„პირადად მე, სიმართლე გითხრათ, არ მესმის ის აჟიოტაჟი რაც არის ატეხილი. თუ არა რადიკალური ძალა და და ვიწროპარტიული ინტერესები, სხვა შემთხვევაში არ უნდა გახარებდეს მსგავსი ტიპის სანქციები.
მიზნობრიობაზე, საჭიროებასა და რეგლამენტის დაცვაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი პირები მიიღებენ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მოთხოვნა ჩემთვის სრულიად გაუგებარია“, - განაცხადა ლაშხმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.
0
0